2023 წლის 25 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. კონფერენცია ტარდება ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის "საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში" ფარგლებში, სადაც სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
დასწრება თავისუფალია!
ჩატარების ადგილი: თსუ, II კორპუსი, 119-ე აუდიტორია, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზი.